სამპოლიმ „ატლეტიკო ტალიერესში“ კარლოს ტევესი შეცვალა

0
7

ხორხე სამპაოლი არგენტინის „ატლეტიკო ტალიერესს“ გაწვრთნის, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. 66 წლის სპეციალისტმა არგენტინის ეროვნული ნაკრების ექსფორვარდი კარლოს ტევესი შეცვალა, რომელსაც ქვეყნის ჩემპიონატში (აპერტურა) 1/16-ფინალის წაგება არ აპატიეს.
სამპაოლი ბოლოს ბრაზილიის „ატლეტიკო მინეიროს“ წვრთნიდა – 2025-2026 წლებში. მანამდე, ის საკლუბი დონეზე „ემელეკს“, „უნივერსიდად დე ჩილეს“, „სევილიას“, „სანტოსს“, „მარსელს“, „ფლამენგოს“ და „რენს“ ავარჯიშებდა. სამპაოლი სანკრებო დონეზე ჩილეს და არგენტინას ავარჯიშებდა. მან 2015 წელს ჩილელებს სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი მოაგებინა.
ლაშა თაბაგარი