კარლო ანჩელოტი: „მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეგვიძლია“

0
1

კარლო ანჩელოტის სჯერა, რომ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის მოგება შეუძლია.
„ვფიქრობ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეგვიძლია. მსურს მოთამაშეებს დიდი მოლოდინი შევუქმნა. მოლოდინი როდესაც დიდია, მოტივაციია უფრო მაღალია.
ნიჭის გამოყენება მხოლოდ შეკრული გუნდის შემთხვევაშია შესაძლებელი. სწორედ ამაზე ვიმუშავებთ და გავაკეთებთ, ფსიქოლოგიურ ასპექტი ძალიან მნიშვნელოვანია. მოთამაშეებმა გულმოდგინედ უნდა იმუშავონ ერთი მიზნის მისაღწევად და გუნდის წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანონ“ – იუწყება იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს გამოცემა Globo.
ბრაზილიის შემადგენლობა მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ასეთია:
მეკარეები: ალისონი (ლივერპული, ინგლისი), ედერსონი (ფენერბაჰჩე, თურქეთი), ვევერტონი (გრემიო).
მცველები: ალექს სანდრო (ფლამენგო), დანილო (ფლამენგო), გლეისონ ბრემერი (იუვენტუსი, იტალია) დუგლას სანტოსი (ზენიტი, რუსეთი), გაბრიელ მაგალაეში (არსენალი, ინგლისი), როჯერ იბანიესი (ალ-აჰლი, საუდის არაბეთი), ლეო პერეირა (ფლამენგო), მარკინიოსი (პსჟ, საფრანგეთი), ვესლი ფრანკა (რომა, იტალია).
ნახევარმცველები: ბრუნო გიმარაეში (ნიუკასლი, ინგლისი), კაზემირო (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), დანილო (ბოტაფოგო), ფაბინიო (ალ-იტიჰადი, საუდის არაბეთი), ლუკას პაკეტა (ფლამენგო).
თავდამსხმელები: ენდრიკი (ლიონი, საფრანგეთი), გაბრიელ მარტინელი (არსენალი, ინგლისი), იგორ ტიაგო (ბრენტფორდი, ინგლისი), ლუის ენრიკე (ზენიტი, რუსეთი), მათეუშ კუნია (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ნეიმარი (სანტოსი), რაფინია (ბარსელონა, ესპანეთი), რაიანი (ბორნმუთი, ინგლისი), ვინისიუს ჟუნიორი (რეალი, ესპანეთი).
აშშ-ში, მექსიკაში და კანადაში გასამართ მუნდიალზე ბრაზილია C ჯგუფში მაროკოს, ჰაიტის და შოტლანდიას შეხვდება.
ლაშა თაბაგარი