საქართველოს 16 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც ალექსანდრე კობახიძე წვრთნის რუმინელ თანატოლებთან მეორე ამხანაგური თამაშიც წააგო. რუსთავში მდებარე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში გამართულ დაპირისპირებაში სტუმრებმა 1:0 გაიმარჯვეს. ცნობისთვის, ჩვენმა გუნდმა 1 ნოემბერს ჩატარებული სპარინგიც ანალოგიური ანგარიშით დათმო.
განვლილ შეხვედრებში კობახიძის განკარგულებაში შემდეგი ფეხბურთელებ იყვნენ:
მეკარეები: დანიელ ქარაია (ლოკომოტივი თბილისი), გიორგი კაჯილაშვილი (გლდანი), ნიკოლოზ კაჭახიძე (დინამო თბილისი).
მცველები: საბა გოგიძე (სევილია, ესპანეთი), ლუკა ვაშაკიძე (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ლობჟანიძე (იბერია 1999), მათე ეთერია (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ჩერსინჩევი (ზუგდიდი), ბადრი შალიკიანი (იბერია1999) , ირაკლი კორკელია (ლოკომოტივი თბილისი), ნიკოლოზ დაღუნდარიძე (დინამო თბილისი).
ნახევარმცველები: გიორგი ჩიქობავა (დაუნთაუნ იუნაიტედი, აშშ), ზურაბ აბრამიშვილი (დინამო თბილისი), ირაკლი დორეული (დინამო თბილისი), ალექსანდრე მანსვეტაშვილი (იბერია 1999), მურაზი ჩულოევი (ინტერი თბილისი), დემეტრე ბაკურია (პანათინაიკოოსი, საბერძნეთი), დავით კავლელაშვილი (გლდანი), ნიკოლოზ ყულიაშვილი (დინამო თბილისი).
თავდამსხმელები: გაბრიელ იმესაშვილი (დინამო თბილისი), გაბრიელ მუჯრიშვილი (იბერია 1999), დადუ შუკაკიძე (დინამო თბილისი), ლუკა შვანგირაძე (ვენის რაპიდი, ავსტრია).
ლაშა თაბაგარი





