ფრე რუმინეთთან – კაშია ნაკრებიდან გააცილეს

0
1

საქართველოს ეროვნული გუნდის აწ უკვე ყოფილ კაპიტან გურამ კაშიასთვის. რუმინეთთან ამხანაგურ შეხვედრა სანაკრებო კარიერაში ბოლო აღმოჩნდა მან ნაკრების მაისური 129-ედ მოირგო და 3 გოლი მიითვალა. მას მატჩის დაწყებამდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა სამახსოვრო მაისური გადასცა წარწერით – 129.
ნაკრების ახალი კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში კი იყო, მაგრამ დაასვენეს, რადგან 30 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, რომელშიც პსჟ-მ „არსენალი“ პენალტების სერიაში დაამარცხა.
ჩვენ გუნდ „ვლახებთან“ დაპირისპირებაში ტრავმის გამო შემტევი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი“) და თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე („ვილიარეალი“) ვერ დაეხმარნენ.
ვილი სანიოლმა დაცვის ცენტრში კაშია, ლუკა ლოჩოშვილი და საბა გოგლიჩიძე დააყენა. მარჯვენა ფლანგს გიზო მამაგეიშვილი აკონტროლებდა, მარცხენას -ირაკლი აზაროვი. ნახევარდაცვის ცენტრში გიორგი ქოჩორაშვილი, ოთარ კიტეიშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე მოქმედებდნენ, ხოლო თავდასხმაში გიორგი ქვილითაიას და ბუდუ ზივზივაძის წყვილი ირჯებოდა.
მატჩის მე-7 წუთზე მამარდაშვილმა არაზუსტი პასი გააკეთა კიტეიშვილის მიმართულებით და ბურთი სკრეჩიუს მიუვიდა, რომელმაც საჯარიმოში კომანი მოძებნა, ხოლო რუმინელი ფორვარდის სახიფათო დარტყმული კაშიამ ვარდნაში დაბლოკა,
მე-18 წუთზე ჩაკვეტაძმ დაიწყო შეტევა და ბურთი საჯარიმოში მარჯვნიდან გახსნილ მამაგეიშვილს მისცა, რომელიც მცველთან ორთაბრძოლაში წაიქცა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. რუმინელთა საპასუხო შეტევის დროს მამარდაშვილი საჯარიმოს გარეთ ცუდად გამოვიდა და ბურთი იანის ჰაჯის დარჩა, რომლის დარტყმის მერე ლოჩოშვილმა ცარიელი კარიდან ბურთი გამოიტანა.
23-ე წუთზე შეტევაში მარცხნიდან ჩართულმა აზაროვმა საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი, რომელიც ქვილითაიამ თავით ქოჩორაშვილს დაუგდო და „სპორტინგის“ ნახევარმცველის შეურებლად დარტყმული არაზუსტი აღმოჩნდა. ორ წუთში რუმინელმა მცველმა თავის ნახევარზე ცუდად დაუბრუნა თანაგუნდელს ბურთი, რომელსაც ზივზივაძე დაეუფლა და მეკარესთან პირისპირ გასულმა აიოანის ვერ აჯობა. 28-ე წუთზე ჩაკვეტაძის პასის მერე, ზივზივაძე სტუმართა საჯარიმოს ხაზიდან სუსტად დაარტყა და მეკარე ბურთს დაეუფლა.
33-ე წუთზე ქოჩორაშვილმა დაახლოებით 25 მეტრიდან დაარტყა და ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე კიტეიშვილმა კარგი პასით ბალკანელთა მეკარეს ჩაკვეტაძე შეატოვა, რომელმაც ბურთი კარს გადააცილა და ამასთანავე ტრავმა მიიღო.
მეორე ტაიმი ჩაკვეტაძის ნაცვლად ირაკლი ეგოიანმა დაიწყო, რომელმაც დებიუტის კვალობაზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. 46-ე წუთზე მამაგეიშვილმა მარჯვენა ფლანგზე ეგოიანთან „კედელი“ ჩააწოდა და საჯარიმოში ჩააწოდა, სადააც ცუდად გამოსულმა მეკარემ ბურთი „აჩუქა“ ქვილითაიას, რომელსაც ანგარიშის გახსნა არ გაჭირვებია – 1:0.
51-ე წუთზე მამაგეიშვილმა მარჯვნიდან ზუსტი პასი გაუკეთა საჯარიმოში ზივზივაძეს, რომელმაც ერთი შეხებით გოლის გატანის რეალური შანსი ხელიდან გაუშვა. 55-ე წუთზე მამაგეიშვილმა თავის ნახევარზე მარჯვენა ფლანგიდან ცენტრში გააკეთა უზუსტო პასი და ბურთი სკრეჩიუს მიუვიდა, რომელმაც საჯარიმოში ლოჩოშვილის ზურგსუკან გახსნილი მუნტიანუ მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი თავით ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
59-ე წუთზე რუმინელთ საჯარიმოში ქვილითაია და დრაგუშინი წაკინკლავდნენ, რის გამ ორივემ ყვითელი ბარათი მიიღო. 61-ე წუთზე მამაგეიშვილი-ქვილითაია-კიტეიშვილის სამსვლიანი, „შტურმის“ შუახაზელის დარტყმით დასრულდა, თუმცა მეკარე ბურთს უპრობლემოდ დაეუფლა.
66-ე წუთზე კაშის ნაცვლად თამაშში ილია ბერიაშვილი ჩაერთო. გურამს ორივე გუნდის ფეხბურთელებმა საპატიო კორიდორი გაუკეთეს, ხოლო გულშემატკივრებმა ოვაცია გაუმართეს. 70-ე წუთზე ეგოიანმა რუმინელთა საჯარიმოშ ქვილითაია მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით პასი გიორგი კვერნაძეს გაუკეთა, ხოლო „ფროზინონეს“ გარემარბმა კარგი პოზიციიდან ბურთი მიწაზე დაუშვებლად ერთი შეხებით ცუდად დაარტყა. 90-ე წუთზე ეგოიანმა ერთი შეხებით დაახლოებით 30 მეტრიდან შეუჩერებლად დაარტყა და ბურთი კარს სანტიმეტრებით აცდა.
მატჩის დასრულების შემდეგ კაშია თანაგუნდელებთან ერთად იმ ტრიბუნასთან მივიდა, სადაც „ქართული სპორტის ქომაგები“ ისხდნენ. გურამი თანაგუნდელებმა ჰაერში რამდენიმეჯერ ააგდეს, რის შემდეგ ის ტრიბუნაზე ავიდა და ქომაგებისგან საჩუქრად 4-ნომრიანი მაისური მიიღო.
საქართველოს ნაკრები მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 5 ივნისს „მიხეილ მესხზე“ ბაჰრეინთან ჩაატარებს, რომელიც 20:00 საათზე დაიწყება.
საქართველო – რუმინეთი 1:1 (0:0)
2 ივნისი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.
საქართველო:
მამარდაშვილი,  გოგლიჩიძე (გელაშვილი, 83), კაშია (ბერიაშვილი, 66), ლოჩოშვილი (დვალი, 66), მამაგეიშვილი, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე (ეგოიანი, 46), აზაროვი,  ქვილითაია (მექვაბიშვილი, 83), ზივზივაძე (კვერნაძე, 66).
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი.
რუმინეთი: აიოანი (ინდრიხი, 63); კუბისი (ილიე, 63), დრაგუშინი, გიტა (სორესკუ, 78), ბორზა (ეისატი, 46),  მარინი (ჩიკალდაუ, 46), სკრეჩიუ (მატეი, 71), მორუტანი (დობრე, 46), იანის ჰაჯი (ბალუტა, 63), მიხაილა (ბაიარამი, 63), კომანი (მუნტიანუ 46).
მთავარი მწვრთნელი: გეორგე ჰაჯი.
გოლები: 1:0 ქვილითაია (46), 1:1 მუნტეანუ (55)
გაფრთხილება:
სკრეჩიუ (41), დრაგუშინი (59), ვილითაია (59), გოგლიჩიძე (80), ბალუტა (82), ილიე (85).
მთავარი მსაჯი:
მოჰამედ ალ-მაზეედი (კატარი).