ბათუმის „დინამომ“ ბულგარეთის ნაკრების მცველი დაიმატა

0
2

ბათუმის „დინამოში“ 26 წლის ბულგარელი მცველი ივან ტურიცოვი ითამაშებს. ბათუმური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბულგარეთის ეროვნული გუნდის უკანახაზელმა კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა.
ტურიცოვი 2016-2026 წლებში სოფიის ცსკა-ში გამოდიოდა, ხოლო 2017-2018 წლებში იჯარით ლოვეჩის „ლიტექსში“ თამაშობდა. მან ცსკა-ს მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 222 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა. ტურიცოვმა 2020 წლიდან დღემდე ბულგარეთის ეროვნულ გუნდში 22=ჯერ ითამაშა.
„კონტრაქტი ახლახან გავაფორმე და ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიმყოფები. მოტივირებული ვარ, ეს ახალი შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენო და მოუთმენლად ველი, როდის დავიწყებ თამაშს“ – განაცხადა ტურიცოვმა ხელშეკრულების დადების შემდეგ.
ლაშა თაბაგარი