საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის სანაკრებო პაუზის პირველ შეხვედრას 2 ივნისს, რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს.
თბილისში მიმდინარე საწვრთნელი შეკრების ფარგლებში, 31 მაისს, საქართველოს ნაკრებმა მიხეილ მესხი 2-ზე 23 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. ზურიკო დავითაშვილი ივნისის ამხანაგურ შეხვედრებს ტრავმის გამო გამოტოვებს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ხვიჩა კვარაცხელია, ეროვნულ გუნდს მომდევნო დღეებში შეუერთდება.
1 ივნისს, საქართველოსა და რუმინეთის საფეხბურთო ნაკრებები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიშს გამართავენ. საწვრთნელი პროცესის დაწყებმადე მატჩზე აკრედიტებული მედიისთვის გაიმართება ოფიციალური პრესკონფერენციები.
1 ივნისის განრიგი | მიხეილ მესხი
16:30 – საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
17:00 – საქართველოს ნაკრების ვარჯიში (მედია დაიშვება საწყისი 15 წუთი)
19:00 – რუმინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
19:30 – რუმინეთის ნაკრები ვარჯიში (მედია დაიშვება საწყისი 15 წუთი)
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (ატრომიტოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი).
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უოტფორდი, ინგლისი), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), ლუკა გადრანი (ბეითარი, ისრაელი), ილია ბერიაშვილი (მტკ ბუდაპეშტი, უნგრეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი, საქართველო).
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიზი მამაგეიშვილი (შტურმი, ავსტრია), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი ქვილითაია (მეცი, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი).
მატჩების განრიგი:
2 ივნისი, 21:00 | საქართველო – რუმინეთი
5 ივნისი, 20:00 | საქართველო – ბაჰრეინი
ლაშა თაბაგარი





