მიქაუტაძე „რაიო ვალეკანოსთან“ თადარიგში დატოვეს

0
0

„ვილიარეალი“, რომლის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი მიქაუტაძეა, ესპანეთის ლა ლიგის ბოლოსწინა 37-ე ტურშ სტუმრად „რაიო ვალეკანოსთან“ 0:2 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი თადარიგში იყო, მაგრამ ამჯერად არ ათამაშეს, რაც მიმდინარე სეზონში გამონაკლისი შემთხვევაა.
კონფერენს ლიგის ფინალისტ „რაიო ვალეკანოდან“ ანგარიში მატჩის 28-ე წუთზე კამელიომ გახსნა, ხოლო 47-ე წუთზე თავი ალემაომ გამოიჩინა.
მიქაუტაძემ, რომელიც ლა ლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს, 31 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 12-ჯერ აიღო და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. მან ესპანეთის თასზე 3-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა. გიორგი ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე 7 შეხვედრა გამართა და გოლი ტურინის „იუვენტუსის“ კარში შეაგდო.
ლაშა თაბაგარი