კაკაბაძე გამოჯანმრთელდა

0
4

ოთარ კაკაბაძე გამოჯანმრთელდა და პოლოონეთის ექსტრაკლასას 33-ე ტურში „კრაკოვიას“ სათადარიგო შემადგენლობაში სტუმრად „მოტორ ლუბინთან“ 3:3 დასრულებულ მატჩში მოხვდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველმა იანვარში აქილევსის მყესზე ოპერაცია გაიკეთა და განაცხადში პირველად განვლილ თამაშში მოხვდა
30 წლის კაკაბაძემ, რომელიც „კრაკოვიაში“ 2021 წლიდან გამოდის და გუნდის კაპიტანია, მიმდინარე სეზონში პოლონეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 13 მატჩში 2 გოლი გაიტანა, პლუს ამდენივე საგოლე პასი გააკეთა. “კრაკოვია” 41 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი