„ჰაიდენჰაიმი“, რომელშიც ბუდუ ზივზივაძე გამოდის, გერმანიის პირველ ბუნდესლიგას დაემშვიდობა. ბოლო 34-ე ტურში „ჰაიდენჰაიმს“ შინ „მაინცთან“ აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდა, რომ ლიგაში დარჩენის შანსი შეენარჩუნება, მაგრამ 0:2 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ ამჯერად მეტოქის კარი ვერ აიღო. მას 2025-2026 წლების სეზონში ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა და მხოლოდ 20 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 6 გოლი გაიტანა. ის „ჰაიდენჰაიმში“ შარშან იანვარში მეორე ბუნდესლიგის „კარლსრუედან“ გადავიდა და კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე გააფორმა. „ჰაიდენჰაიმმა“ 26 ქულა დააგროვა და 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-17 ადგილი დაიკავა. ბუნდესლიგიდან ასევე „ზანკტ-პაული“ გავარდა, ხოლო „ვოლფსბურგი“ პლეი-ოფში ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი





