ყაზაიშვილის მეხუთე საგოლე პასი სეზონში

0
0

ვაკო ყაზაიშვილმა „შანდუნის“ მაისურით მიმდინარე სეზონში ჩინეთის სუპერლიგაში თავისი მეხუთე საგოლე პასი შეასრულა. მე-12 ტურში „შანდუნმა“ „ჩუნცინ ტუნლიანლუნი“ მიიღო და 3:1 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. ძირითადი დროსთვის დამატებულ პირვლე წუთზე, როდესაც მასპინძლები 2:1 იგებდნენ, ყაზაიშვილმა თავისი ნახევრიდან დაიწყო მრავალსვლიანი კომბინაცია, რომელიც საგოლე გადაცემით დაასრულა. მან მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში ჩატარებულ 12 შეხვედრაში გარდა იმისა, რომ 5-ჯერ თანაგუნდელებს უასისტენტა, ასევე 2-ჯერ გოლი გაიტანა. „შანდუნი“ 17 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი