ვალვერდე და ჩუამენი სოლიდური თანხით დააჯარიმეს

0
2

მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელებმა ურუგვაელი ნახევარმცველი ფედერიკო ვალვერდე და ფრანგი შუახაზელი ორელიენ ჩუამენი, რომელთაც ვარჯიშზე იცხუბეს, 500000-500000 ევროთი დააჯარიმეს.
„საფეხბურთო კლუბი მადრიდის „რეალი“ იუწყება, რომ მომხდარის გამო, რომელიც ფედერიკო ვალვერდეს და ორელიენ ჩუამენისთან მიმართ სადისციპლინო საქმის აღძვრის მიზეზი გახდა, ორივე გამომძიებლის წინაშე წარსდგა.
გამოსვლის დროს მოთამაშეებმა მომხდართან დაკავშირები სინანული გამოხატეს და ერთმანეთს ბოდიში მოუხადეს. გარდა ამისა, მათ კლუბს, თანაგუნდელებს, სამწვრთნელო შტაბს და გულშემატკივრებს მოუბოდიშეს. ორივე დათანხმდა მიეღო სასჯელი, რომელსაც კლუბი მიზანშეწონილად მიიჩნევს.
ამ ვითარების გათვალისწინებით მადრიდის „რეალმა“ გადაწყვიტა თითოეული მოთამაშე 500000 ევროთი დაეჯარიმებინა, რითაც შესაბამისი შიდა პროცედურები დაასრულა“ – ნათქვამია „რეალის“ ოფიციალურ განცხადებაში.
ესპანური მედიის ინფორმაციით, ვალვერდემ და ჩუამენი გასახდელში იჩხუბეს, ხოლო ფრანგმა ხელი დაარტყა ურუგვაელს, რომელიც წაიქცა და თავი მაგიდას დაარტყა, რის გამო, ნაკერები დაადეს. წინა დღეს მათ ვარჯიშზე იკამათეს, რის გამო, ვალვერდემ მეორე დღეს ჩუამენის გარდა ყველა თანაგუნდელს მოუბოდიშა და ხელი ჩამოართვა.
ლაშა თაბაგარი