არგენტინის ეროვნული ნაკრების და „ინტერ მაიამის“ კაპიტანმა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა.
„უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს გარდა, სხვა ფავორიტებიც არიან, რომლებიც ტურნირს საუკეთესო სათამაშო ფორმაში ხვდებიან. ისევ ძალიან ძლიერია საფრანგეთი, რომელსაც ბევრი მაღალი დონის მოთამაშე ჰყავს.
ასევე არიან ესპანეთი და ბრაზილია. ეს უკანასკნელი მართალია ბოლო დროს თავის საუკეთესო თამაშს ვერ აჩვენებდა, მაგრამ ყოველთვის ტურნირის მოგების ფავორიტია. ვფიქრობ, პორტუგალიასაც ძალიან კონკურენტუნარიანი გუნდი ჰყავს“ – განაცხადა მესიმ ჟურნალისტ პოლო ალვარესთან ინტერვიუში.
არგენტინის ნაკრები აშშ-ში, მექსიკაში და კანადაში გასამართ მუნდიალს მოქმედი ჩემპიონის სტატუსით ხვდება.
ლაშა თაბაგარი





