რუმინეთის სუპერლიგის საჩემპიონო ჯგუფის მე-8 ტურში კრაიოვას „უნივერსიტატია“, სადაც ანზორ მექვაბიშვილი გამოდის, სტუმრად „კლუჟს“ უგოლო ფრეზე გაეყარა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ისევ სასტარტო შემადგენლობაში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს. მან მიმდინარე სეზონში რუმინეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 32 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა. მექვაბიშვილმა რუმინეთის თასზე 5-ჯერ ითამაშა და 1 ბურთი შეაგდო. გარდა ამისა, კონფერენს ლიგაში 11 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
„უნივერისტატიას“ 46 ქულა აქვს და 6-გუნდიან საჩემპიონო ჯგუფში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





