„ფროზინონე“, რომლის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კვერნაძეა, მომავალი სეზონიდან იტალიის სერია A-ში ითამაშებს.
სერია B-ს დასკვნით 38-ე ტურში „ფროზინონემ“ თავის მოედანზე „მანტოვა“ 5:0 გაანადგურა და 81 ქულით სეზონი მე-2 ადგილზე დაასრულა, რის წყალობით იტალიური ფეხბურთის ელიტაში დაბრუნდა. პირველი ადგილი „ვენეციამ“ დაიკავა 82 ქულით.
„მანტოვასთან“ ჩატარებულ მატჩში საქართველოს ეროვნული გუნდის გარემარბმა „ფროზინონეში“ შეუცვლელად ითამაშა. მან განვლილ სეზონში ჩატარებულ 36 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. ცნობისთვის, კვერნაძემ 2023-2024 წლების სეზონში 5-ჯერ ითამაშა, მაგრამ საგოლე მოქმედება არ ჰქონია.
ლაშა თაბაგარი





