ვალვერდემ ჩუამენისთან ხელჩართული ჩხუბი უარყო

0
1

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველ ერნესტო ვალვერდეს განცხადებით, მასსა და ორელიან ჩუამენის შორის მომხდარი კონფლიქტი გაზვიადებულია. ურუგვაელის თქმით ფრანგთან არ უჩხუბია და კამათის დროს შემთხვევით თავი მაგიდას ჩამოარტყა, რის გამო შუბლი გაეჭრა. მას ნაკერები დაადეს და ორი კვირა ვერ ითამაშებს, ვინაიდან თავის ქალის დაზიანება აქვს.
„ჩემს თანაგუნდელს არ დაურტყამს და არც მე დამირტყამს. თუმცა, მესმის რომ თქვენთვის უფრო ადვილი დასაჯერებელია, თითქოს ვიჩხუბეთ, მაგრამ ასეთი რამ არ მომხდარა. კამათის დროს შემთხვევით თავით მაგიდას დავარტყი და შუბლი გამეკაწრა, რის გამო კლინიკაში წავედი.
ჩვენ კიდევ ერთი წელი ტყუილუბრალოდ დავხარჯეთ. ჩემი გაბრაზებას და წყენას საკუთარ თავში ვინახავდი, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი უაზრო კამათში გადაიზარდა. „რეალი“ ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამაა და გულგრილი ვერ ვიქნები“ – დაწერა ვალვერდემ თავის ინსტაგრამის გვერდზე.
ესპანური მედიის ინფორმაციით, ვალვერდემ და ჩუამენი გასახდელში იჩხუბეს, ხოლო ფრანგმა ხელი დაარტყა ურუგვაელს, რომელიც წაიქცა. წინა დღეს მათ ვარჯიშზე იკამათეს, რის გამო, ვალვერდემ მეორე დღეს ჩუამენის გარდა ყველა თანაგუნდელს მოუბოდიშა და ხელი ჩამოართვა. „რეალის“ ხელმძღვანელებმა მომხდართან დაკავშირებით სადისციპლინო გარჩევა დაიწყეს და ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელეს.
ლაშა თაბაგარი