გიორგი ქოჩორაშვილი ლისაბონის „სპორტინგის“ მაისურით მოედანზე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გავიდა. პორტუგალიის პრიმეირა ლიგის 31-ე ტურში „სპორტინგი“ სტუმრად აუტსაიდერ „ავეშს“ დაუპირისპირდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი მოედანზე 84-ე წუთზე შევიდა. მანამდე, მას ზედიზედ 16 შეხვედრაში არ უთამაშია. ცნობისთვის, ბოლოს ქოჩორაშვილი მოედანზე 6 თებერვალს პორტუგალიის თასზე სწორედ „ავეშთან“ გავიდა.
„სპორტინგი“ 72 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა და ლიდერ „პორტუს“ 10 ქულით ჩამორჩება. ლისაბონელებს დარჩენილ ტურებში ჩემპიონობის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებათ.
ლაშა თაბაგარი





