„გაგრა“ და „მეშახტე“ ფრეზე გაიყარნენ

0
13

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-9 ტურის მესამე სათამაშო დღის პირველი დაპირისპირება დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე შედგა, სადაც „გაგრამ“ ტყიბულის „მეშახტე“ მიიღო და გუნდები ფრეზე გაიყარნენ – 1:1.
მატჩის 24-ე წუთზე ცოტნე ფაცაციამ მოედნის ცენტრიდან დაიწყო შეტევა და დაახლოებით 25 მეტრიდან დაარტყა – ბურთი გაგრელთა ფეხბურთელს ფეხზე შეეხო, რის შემდეგ კარში აღმოჩნდა.
42-ე წუთზე მასპინძლების იერიშის დროს ვანდერსონ სილვამ მარცხენა ფლანგიდან „მეშახტეს“ საჯარიმოში ჩააწოდა და უკრაინელმა ილის სკრიპნიკმა თავით ანგარიში გაათანაბრა.
მეორე ტაიმის დასაწყისში სკრიპნიკი მეტოქის საჯარიმოში ერთ მცველს გაცდა და საჯარიმოში პასი დავით მუჯირს გაუკეთა, რომლის სახიფათო დარტყმული მეკარემ გაანეიტრალა.
ამის შემდეგ, თავის გამოჩენა უკვე ტყიბულელთა მცველ ლევან ქურდაძეს ჰქონდა, რომელმაც „გაგრას“ საჯარიმოს ხაზოდან დაარტყა და ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.
მატჩის ბოლო ათ წუთში დაწინაურების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა – ჯერ დაახლოებით 20 მეტრიდან გოგა ფიფიას დარტყმული ბურთი მოხვდა ზედა ძელს, ხოლო შემდეგ „მეშახტეს“ ნახევარმცველმა ნიკოლოზ აბულაძემ დაახლოებით 26-27 მეტრიდან დაარტყა და ბურთი ხარიხამ აისხლიტა.
ლადო ბურდულის გაწვრთნილ „მეშახტეს“ 10 ქულა აქვს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველი წრე მე-7 ადგილზე დაასრულა. ამდენივე ქულს მოუყარა თავი სერბი ჟელკო ლიუბენოვიჩის თავკაცობით „გაგრამ“ და მერვეა.
გაგრა 1:1 მეშახტე 
ლაშა თაბაგარი