2 დღის წინ მანუჩრ მარკოიშვილის გაწვრთნილმა მონაკომ ბარსელონა დაამარცხა და ევროლიგის პლეი ოფში გავიდა. ამჯერად კი მონაკოელებმა საფრანგეთის თასი მოიგეს. ეს გახლდათ პირველი ტიტული, რომელმაც მანუჩარ მარკოიშვილმა მთავარი მწვრთნელის რანგში მოიგო. ფინალურ მატჩში მონაკომ ლე მანი 87:83 დაამარცხა.
პარიზის Accor Arena-ზე გამართულ მატჩში საკმაოდ დაძაბული გამოდგა. განსაკუთრებით მისი დასკვნითი ნაწილი. მონაკო ანგარიშში თავიდანვე დაწინაურდა და ბოლო პერიოდამდე ინარჩუნებდა უპირატესობას, მაგრამ მეოთხე მეოთხედში გათანაბრება და წინ გასვლა ლე მანმა შეძლო. მარკოიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ბოლო წუთებზე მოახერხეს მობილიზება და სატიტულო გამარჯვების მოპოვება.
მონაკოში 21 ქულით გვინეელი ფორვარდი ალფა დაილო გამოირჩა, 19 ქულა მიითვალა გამთამაშებელმა მეთიუ სტრაზელმა. ლე მანში 22 ქულა ამერიკელ ტრევორ ჰაჯინსს ჰქონდა, მისმა თანამემამულე ტაშონ ტომასმა კი თამაში ორმაგი დუბლით დაასრულა – 18 ქულა, 12 მოხსნა.
საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი მანუჩარ მარკოიშვილი მონაკოში 2021 წლიდან მუშაობს, მარტიდან კი გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გათავისუფლებული ვასილის სპანულისის ადგილს იკავებს.





