კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი წრის ბოლო ტურის მეორე სათამაშო დღე თბილისში „მიხეილ მესხი 2“-ზე დაიწყო, სადაც „სპაერმა“ გორის „დილა“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
განვლილ შეხვედრაში ბევრი საგოლე მომენტი რომ არ შექმნილა, ამაზე ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიში მეტყველებს. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, გორელებმა ერთადერთი გოლი მატჩის მიწურულს გაიტანეს.
87-ე წუთზე შოთა შეყილაძე მეტოქის ნახევარზე ორ თბილისელს გაცდა და საჯარიმოში ლაშა მენთეშაშვილი მოძებნა, რომელიც ერთი მცველს გაექცა, რის შემდეგ პასი კარის წინ მდგომ მოჰამედ კანტეს გაუკეთა, ხოლო გვინეელმა ქუსლით გაიტანა – 0:1.
იტალიელი დიეგო ლონგოს ხელმძღვანელობით „დილამ“ ზედიზედ 3 მატჩი მოიგო და 16 ქულით პირველი წრე 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე დაასრულა.
ანზორ კიღურაძის ხელმძღვანელობით „სპაერს“ მიჯრით 5 შეხვედრაში არ გაუმარჯვია და 11 ქულით მეხუთეა.
ლაშა თაბაგარი





