მექვაბიშვილი რუმინეთის თასის ფინალშია

0
2

კრაიოვას „უნივერსიტატია“, რომელშიც ანზორ მექვაბიშვილი გამოდის, რუმინეთის თასის ფინალში ითამაშებს. 1/2-ფინალში კრაიოველები სტუმრად ბუქარესტის „დინამოს“ შეხვდნენ და პენალტების სერიაში დაამარცხეს.
მატჩის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა და დამატებითი 30 წუთი დაინიშნა, ხოლო მასპინძლებმა ანგარიში 105 წუთზე გახსნეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და 118-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში ზუსტი პასი გაკეთა მორას, რომელმაც კარის წინ მდგომი რუსი მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი ანგარიში გაათანაბრა.
პენალტების სერიაში „უნივერსიტატიამ“ 4:1 გაიმარჯვა – მექვაბიშვილს თერთმეტმეტრიანი არ შეუსრულებია. კრაიოველები ფინალში 13 მაისს კლუჟის „უნივერსიტატიას“ შეხვდებიან.
ლაშა თაბაგარი