„ვილიარეალის“ ფრე აუტსაიდერთან – მიქაუტაძემ ტაიმი ითამაშა

0
3

„ვილიარელმა“, რომლის შემადგენლობაში გიორგი მიქაუტაძე სადებიუტო სეზონს ატარებს, ესპანეთის ლა ლიგის 33-ე ტურში „ვილიარეალი“ სტუმრად აუტსაიდერ „ოვიედოს“ შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ იგებდა, საბოლოოდ მხოლოდ ქულა აიღო.
მატჩის მე-8 წუთზე „ოვიედოს“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც დანი პარეხომ შეასრულა და მეკარემ ბურთი მოიგერია. თუმცა, მსაჯმა სტუმრებს თერთმეტმეტრიანის ხელმეორედ შესრულების უფლება მისცა, რადგან „ოვიედოს“ ფეხბურთელი საჯარიმოში დარტყმამდე შევიდა. ამჯერად, პენალტის ნიშნულთან პეპე მივიდა და სტუმრები დააწინაურა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო. თუმცა, მას ამჯერად გოლის გატანის შანსი არ ჰქონია და თანაგუნდელები პასებითაც იშვიათად ამარაგებდნენ. 69-ე წუთზე „ვილიარეალის“ საჯარიმოში მყოფი ჩაირას დარტყმის მერე, ბურთი სტუმართა ფეხბურთელს ფეხზე შეეხო და კარში აღმოჩნდა.
„ვილიარეალი“ 62 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფაზაში თამაში გაინაღდა.
ლაშა თაბაგარი