„ჩელსის“ ხელმძღვანელებმა ლიამ როსენიორი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რის შესახებ ლონდონური კლუბის პრესსამსახური იუწყება.
41 წლის ინგლისელი სპეციალისტი „ჩელსის“ სათავეში მიმდინარე წლის 7 იანვარს ჩაუდგა და იტალიელი ენცო მარესკა შეცვალა. მისი თავკაცობით გუნდმა ჩატარებული 23 მატჩიდან 11 მოიგო, 10 წააგო და 2 ფრედ დაასრულა. ლონდონელებმა ბოლო 8 შეხვედრიდან 7 წააგეს.
მომავალი თამაშებისთვის გუნდს კალუმ მაკფარლეინი მოამზადებს, რომელის ამ სეზონში მთავარი მწვრთნელის მოვალეობას უკვე ასრულებდა, როდესაც მარესკა დაითხოვეს.
ლაშა თაბაგარი





