მიქაუტაძე: „შერკი იამალზე უკეთესი ფეხბურთელია“

0
3

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძეს მიაჩნია, რომ „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი რაიან შერკი „ბარსელონას“ გარემარბ ლამინ იამალზე უკეთესი ფეხბურთელია.
„ფეხბურთელი როდესაც ხარ, ასეთი მოთამაშეების ყურება მოგწონს. შერკი იამალზე უკეთესია. შერკი ეს შერკია – ის ორივე ფეხით თამაშობს, რაც იამალს არ აქვს, როცა მარჯვენასაც იყენებს. შერკი ამბიდეკსტრია, იგი მოედანს ხედავს, გოლები გააქვს, პარტნიორებს საგოლე გადაცემებს აძლევს, სტანდარტულ სიტიაციებს ასრულებს – ყველაფერი შეუძლია“ – განაცხადა „ვილიარეალის“ ფორვარდმა Canal+-თან.
ლაშა თაბაგარი