ქოჩორაშვილი პორტუგალიის თასის ფინალში გავიდა

0
3

ლისაბონის „სპორტინგი“, რომელშიც გიორგი ქოჩორაშვილი ირიცხება, პორტუგალიის თასის ფინალში გავიდა. 1/2-ფინალის პირველ მატჩში ლისაბონელებმა შინ მეტოქე 1:0 დაამარცხეს, ხოლო საპასუხო შეხვედრა პორტუში გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი განაცხადში იყო, მაგრამ სამწუხაროდ, არც ამჯერად ათამაშეს. მან მიმდინარე სეზონში „სპორტინგში“ პორტუგალიის ჩემპიონატში 14 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე პასი გააკეთა. 26 წლის ფეხბურთელმა პორტუგალიის თასზე 3-ჯერ ითამაშა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში ორ შეხვედრაში მონაწილეობდა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ლაშა თაბაგარი