17-წლამდელებმა  B ლიგის ჯგუფი მოიგეს

0
1

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, სან მარინოში გამართულ შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდში, დასკვნითი მატჩი უელსის წინააღმდეგ ჩაატარა, რომელიც ფრედ – 2:2 დასრულდა.
ჩვენმა გუნდმა 7 ქულით,  B ლიგის ჯგუფში,პირველი ადგილი დაიკავა. შეხვედრაში ანგარიში 23-ე წუთზე, საბა ავდოევმა შორეული დარტყმით გახსნა, ხოლო მეორე გოლი მეორე ტაიმის 72-ე წუთზე ნიკოლოზ ხატოიანმა გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის პირველ წუთზე, სტუმართა შემტევმა ლეო პაპირნიკმა დააფიქსირა – 2:2.
აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფი, მომდევნო წლიდან 19-წლამდელთა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებში მიიღებს მონაწილეობას და სან მარინოში მიღწეული დადებითი შედეგი სწორედ ამ შესარჩევი ციკლის წილისყრის პროცესზე მოახდენს გავლენას.
 მატჩის ოქმი – უელსი 2:2 საქართველო
ლაშა თაბაგარი