კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში თბილისის „დინამომ“ ბათუმის „დინამო“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2.
მატჩის პირველ წუთზე მცველმა რევაზ ჩიტეიშვილმა მარჯვენა ფლანგიდან შეუტია და დაახლოებით 27 მეტრიდან ძლიერი დარტყმით „ცხრიანში“ გაიტანა – 0:1. მე-9 წუთზე ნიკა ნინუამ 25 მეტრიდან „გაისროლა“ და მათე თურმანიძის ცუდად მოგერიებული ბურთი კარში ჰალიდ დოლტმურზიევმა გადაგზავნა – ჩიტეიშვილი ბათუმელთა გადარჩენას ეცადა, რაც არ გამოუვიდა.
36-ე წუთზე გიორგი ლორიამ თავის საჯარიმოში ცუდი პასი გაუკეთა ალექსანდრე კალანდაძეს და ბურთი თორნიკე კირკიტაძემ ჩაჭრა, რომელმაც ცარიელ კარში გაიტანა – 2:1. მან ყოფილი გუნდის კარში გატანილი გოლი არ აღნიშნა.
73-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა განელმა დონკორმა ჩააწოდა და თურმანიძემ ცუდად უკუაგდო ბურთი, რომელსაც კარში ადგილი პორტუგალიელმა რუი მონტეირომ მიუჩინა – 2:2.
გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი ბათუმელები 7 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე არიან. ამდენივე ქულა დააგროვეს ვლადიმერ კაკაშვილის თავკაცობით თბილისისელებმა, რომლებსაც მეშვიდე პოზიცია უკავიათ.
ლაშა თაბაგარი





