ჩაკვეტაძის და გოგლიჩიძის „უოტფროდის“ კიდევ ერთი წარუმატებლობა

0
11

„უოტფორდმა“, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძე და საბა გოგლიჩიძე გამოდიან, ინგლისის ჩემპიონშიფში ზედიზედ მეოთხე თამაში ვერ მოიგო. 42-ე ტურში უოტფორდელები სტუმრად „ოქსფორდ იუნაიტედს“ შეხვდნენ და 0:2 დამარცხდნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ორივე ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო – შემტევი ნახევარმველი ჩაკვეტაძე 68-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მცველი გოგლიჩიძე 89-ე წუთზე.
მატჩის მე-19 წუთზე მასპინძლებიდან მაილზ პირტ-ჰარისმა გახსნა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე თავი მარკ ჰარისმა გამოიჩინა.
„უოტფორდი“ 57 ქულით 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი