შოტლანდიის ნაკრების კაპიტანი „ლივერპულიდან“ მიდის

0
5

ენდრიუ რობერტსონი მიმდინარე სეზონის ბოლოს „ლივერპულიდან“ წავა, რის შესახებ ინგლისური გრანდის პრესსამსახური იუწყება. შოტლანდიის ეროვნული ნაკრების 32 წლის კაპიტანს კლუბთან ეწურება კონტრაქტი, რომლის გახანგრძლივება არ შეუთავაზებიათ.
რობერტსონი „ლივერპულში“ 2017 წელს „ჰალიდან“ გადავიდა. მან მერსისაიდელთა მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 373 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 69 საგოლე პასი გააკეთა.
ამპლუით მცველმა „ლივერპულთან“ ერთად ინგლისის პრემიერლიგა და ინგლისის ლიგის თასი ორ-ორჯერ მოიგო, ხოლო ინგლისის ასოციაციის თასზე, ინგლისის სუპერთასზე, ჩემპიონთა ლიგაში, უეფას სუპერთასზე და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში თითოჯერ გაიმარჯვა.
ლაშა თაბაგარი