საქართველოს 17 წლამდე ნაკრებმა, შესარჩევი ციკლში, მეორე რაუნდის B ლიგის პირველი მატჩი მასპინძელი სან მარინოს წინააღმდეგ ჩაატარა და მეტოქე 3-ბურთიანი სხვაობით – 4:1 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში 21-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც მეტოქე გუნდის მცველმა ვიქტორ ჟურდენმა ბურთი საკუთარ კარში გაიტანა.
მეორე ტაიმის 58-ე წუთზე მასპინძლებმა წონასწორობის აღდგენა შეძლეს, მაგრამ მალევე სანდრო მიქაუტაძემ (62) და რეზი გაზდელიანმა (67) ჩვენი გუნდი დააწინაურეს. საბოლოო ანგარიში კი ტაბლოზე 90-ე წუთზე გიორგი ჯამარაულმა დააფიქსირა – 1:4.
სანდრო კობახიძის გუნდი შემდეგ მატჩს 13 აპრილს, აკვავივაში, ანდორის წინააღმდეგ გამართავს, რომელმაც უელსთან დღეს ფრედ – 0:0 ითამაშა.
სან მარინოში მიმდინარე ტურნირზე მიღწეული შედეგი, გავლენას იქონიებს შემდეგ 19-წლამდელთა სარეიტინგო მდგომარეობასა და მომდევნო შესარჩევის წილისყრის პროცესზე.
13 აპრილი | ანდორა V საქართველო | აკვავივა | 13:00
16 აპრილი | უელსი V საქართველო | აკვავივა | 13:00
მატჩის ოქმი- სან მარინო 1:4 საქართველო
ლაშა თაბაგარი





