გაბრიელე გრავინამ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა, რის შესახ ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება. ამის მიზეზი იტალიის ნაკრების მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვერგასვლაა.
„სკუადრა აძურა“ პლეი-ოფის ფინალში სტუმრად ბოსნია-ჰერცეგოვინასთან პენალტების სერიაში დამარცხდა – მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა. შედეგად, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი ზედიზედ მესამე მუნდიალს გამოტოვებს. 72 წლის გრავინა ფედერაციას 2018 წლის შემოდგომიდან თავკაცობდა.
იტალიის ნაკრების დელეგაციის ხელმძღვანელობის თანამდებობა დატოვა ლეგენდარულმა მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა, რომელმაც 2006 წელს მსოფლიო პირველობა მოიგო. ის „სკუადრა აძურაში“ 2023 წლიდან მუშაობდა.
ლაშა თაბაგარი





