ბერნარდუ სილვა მიმდინარე სეზონის ბოლოს „მანჩესტერ სიტიდან“ წავა, რის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება. 31 წლის ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისს ეწურება და „სიტის“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი მანჩესტერელთა რიგებს 2017 წლის ზაფხულიდან იცავდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 449 მატჩში 76 გოლი გაიტანა.
მან „სიტისთან“ ერთად ინგლისის პრემიერლიგა 6-ჯერ, ინგლისის ასოციაციის თასი 2-ჯერ, ინგლისის ლიგის თასი 5-ჯერ, ინგლისის სუპერთასი 3-ჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი თითოჯერ მოიგო.
ლაშა თაბაგარი





