განა მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

0
9

ოტო ადო განას  ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს. ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ ეს ნაბიჯი ორშაბათს სტუმრად გერმანიასთან ამხანაგურ შეხვედრაში 1:2 წაგების მერე გადადგა. მანამდე, განელები ავსტრიასთან სპარინგში 1:5 დამარცხდნენ და საერთო ჯამში ზედიზედ ოთხი ამხანაგური წარუმატებლად ჩაატარეს.
ადო განას სათავეში მეორედ 2024 წლის მარტში მას შემდეგ ჩაუდგა, რაც დორტმუნდის „ბორუსია“ დათანხმდა ტალანტების განვითარების სპეციალისტის თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა. ის განელთა თავკაცის მოვალეობას პირველად კატარში ჩატარებულ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის განმავლობაში ასრულებდა.
განა მომავალ მუნდიალზე L ჯგუფში ხორვატიასთან, იტალიასთან და პანამასთან ერთად ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი