სიმონე ინძაგიმ საუდის არაბეთის „ალ-ჰილალის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა. ამის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლა სკირა იუწყება.
50 წლის იტალიელმა სპეციალისტმა გადაწყვიტა არ გაახანგრძლივოს კონტრაქტი, რომელიც 2027 წლის ზაფხულში ეწურება. ის „ალ-ჰილალში“ 2025 წლიდან მუშაობდა და საუდი არაბეთის თასი მოაგებინა. ინძაგის ხელფასი წელიწადში 26 მილიონი ევროა. მიმდინარე სეზონში „ალ-ჰილალი“ 11 ტურში მოპოვებული 30 ქულით პირველ ადგილზეა.
სიმონე ინძაგი 1999-2010 წლებში რომის „ლაციოში“ თამაშობდა, რომლის მაისურით ერთხელ იტალიის ჩემპიონატი, 3-ჯერ იტალიის თასი, ხოლო თითოჯერ იტალიის სუპერთასი და უეფას სუპერთასი მოიგო. ის „ლაციოს“ 2016-2021 წლებში ავარჯიშებდა და იტალიის თასი მოაპოვებინა, ორჯერ კი – იტალიის სუპერთასი.
სიმონე ინძაგი „ინტერს“ 2021 წლის ზაფხულიდან ავარჯიშებდა. მისი ხელმძღვანელობით მილანელებმა ერთხელ იტალიის ჩემპიონატი, ორჯერ იტალიის თასი და სამჯერ იტალიის სუპერთასი მოიგეს.
2023 წელს „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „მანჩესტერ სიტისთან“ 0;1 დამარცხდა, ხოლო 2025 წელს ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-სთან 0:5 წააგო.
ლაშა თაბაგარი





