ნარიმანიძე: “მომავალი ორი თამაშის მოსაგებად ყველა მზადაა”

0
18

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას, ლატვიასთან და მალტასთან გასამართი საშინაო მატჩებით განაგრძობს.
რამაზ სვანაძის გუნდმა დღეს წყალტუბოში პირველი ვარჯიში გამართა. ტყიბულის “მეშახტეს” შემტევი დიმიტრი ღურწკაია გუნდს ტრავმის გამო გამოაკლდა. 21-წლამდელთა ნაკრებს ბათუმის “დინამოდან” ლუკა წულუკიძე, ხოლო წყალტუბო “სამგურალიდან” ცოტნე ბერელიძე შეუერთდნენ.
მომავალი მატჩების შესახებ კომენტარი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების და სლოვაკეთის “ჟილინას” მცველმა ალექსანდრე ნარიმანიძემ გააკეთა: “მოსამზადებელი ეტაპი დღეს დავიწყეთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაშებია. ჯგუფში ცოტა რთულია სიტუაციაა, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ორივე თამაში მოვიგოთ და დანარჩენს დრო გვიჩვენებს. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. მომავალი ორი თამაშის მოსაგებად ყველა მზადაა და ვფიქრობ, ამ შეკრებას დადებითი შედეგით დავასრულებთ”.
U21 | შემადგენლობა:
მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი (რუსთავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), რევაზ კურტანიძე (იბერია1999).
მცველები: გიორგი გვასალია (დინამო თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (ვაილე, დანია), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), დავით ბუკია (ტორპედო ქუთაისი), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი), გიორგი ტაბატაძე (ვაილე, დანია), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი).
ნახევარმცველები: ნიკოლოზ დადიანი (იბერია1999), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გურამ ჯაფარიძე (დინამო ბათუმი), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი), საბა გეგიაძე (სპაერი), გაბრიელ სიგუა (ლოზანა სპორტი, შვეიცარია), გია ნადარეიშვილი (ტრენჩინი, სლოვაკეთი), ანდრია ბართიშვილი (იბერია 1999), ცოტნე ბერელიძე (წყალტუბოს სამგურალი), ლუკა წულუკიძე (დინამო ბათუმი).
თავდასხმელებიდიეგო დეისაძე (ტორპედო ქუთაისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (უოტფორდი, ინგლისი), ლუკა პარკაძე (აუსტრია ზალცბურგი, ავსტრია).
ლატვიასთან და მალტასთან მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ლაშა თაბაგარი