„მეცმა“ მარცხიანი სერია შეწყვიტა – მხოლოდ წიტაიშვილი ათამაშეს

0
17

„მეცმა“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების სამი ფეხბურთელი გამოდის, საფრანგეთის ლიგა 1-ში ზედიზედ 5 მატჩის წაგების შემდეგ, 27-ე ტურში სტუმრად „რენთან“ უგოლო ფრე ითამაშა.
ქართველი ლეგიონერებიდან „მეცში“ მხოლოდ გიორგი წიტაიშვილმა ითამაშა, რომელიც სასტარტოში იყო და 85-ე წუთზე შეცვალეს. ფორვარდი გიორგი ქვილითაია და გარემარბი გიორგი აბუაშვილი განაცხადში მოხვდნენ, მაგრამ თამაშში არ ჩართულან. „მეცი“ 14 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში ბოლოა.
შვეიცარიის სუპერლიგის 31-ე ტურში „ლოზანა“ გასვლაზე „ლუცერნთან“ 0:4 დამარცხდა. ჩვენი 21-წლამდელთა ნაკრების კაპიტანმა გაბრიელ სიგუამ სტუმრებში შეუცვლელად ითამაშა. „ლოზანა“ 36 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მეცხრეა.
ლაშა თაბაგარი