„შახტარი“ 1/4-ფინალშია – აზაროვი ისევ არ ათამაშეს

0
15

დონეცკის „შახტარი“ უეფას კონფერენს ლიგის 1/4-ფინალში გავიდა. უკრაინულმა გუნდმა 1/8-ფინალის პირველ შეხვედრაში გასვლაზე პოზნანის „ლეხი“ 3:1 დაამარცხა, ხოლო თავის მოედანზე 1:2 მარცხის მიუხედავად, შემდეგ ეტაპზეა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სამწუხაროდ არც საპასუხო მატჩში ათამაშეს, რომლის მე-13 წუთზე ანგარიში იშაკმა გახსნა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-7 წუთზე იშაკმა დუბლი შეასრულა. 67-ე წუთზე პოზნანელებიდან საკუთარ კარში გოლი მოუტინიომ გაიტანა და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.
1/4-ფინალში „შახტარი“ ნიდერლანდების „ალკმაარს“ შეხვდება. პირველი თამაში 9 აპრილს ჩატარდება, ხოლო საპასუხო – 16 აპრილს.
ლაშა თაბაგარი