მორჩილაძეს „სტრასბურგთან“ რამდენიმე წუთი მისცეს

0
14

„რიეკა“, რომელსაც თორნიკე მორჩილაძე ზამთარში შეუერთდა, კონფერენს ლიგას გამოეთიშა. ხორვატულმა გუნდმა 1/8-ფინალის პირველი თამაში სახლში საფრანგეთის „სტრასბურგთან“ 1:2 წააგო, ხოლო საფრანგეთში ჩატარებული შეხვედრა 1:1 დასრულდა.
22 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველი სტრასბურგში გამართულ მატჩში მოედანზე 88-ე წუთზე შევიდა. განვლილი თამაშის 21-ე წუთზე „რიეკადან“ ანგარიში ფრუკმა გახნსა, ხოლო მასპინძლებიდან საპასუხო ბურთი 71-ე წუთზე ბარკომ გაიტანა.
მორჩილაძემ „რიეკაში“ გადასვლის შემდეგ ხორვატიის ჩემპიონატში 8-ჯერ ითამაშა და გოლი ან საგოლე პასი არ მიუთვლია.
ლაშა თაბაგარი