მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში შინ „მანჩესტერ სიტისთან“ 3:0 გამარჯვების შემდეგ, ინგლისელებს სტუმრადაც აჯობა.
მანჩესტერში გამართული შეხვედრის მე-20 წუთზე ვინისიუს ჟუნიორის დარტყმის შემდეგ, კარის ხაზზე მდგომმა ბერნარდუ სილვამ ბურთი ხელით მოიგერია და მსაჯმა გააძევა, პლუს მასპინძლების კარში პენალტი დანიშნა. ვინისიუსმა პირველი თამაშიგან განსხვავებით თერთმეტმეტრიანი ამჯერად ზუსტად დაარტყა.
41-ე წუთზე „სიტიდან“ საპასუხო გოლი ერლინგ ჰოლანდმა გაიტანა. მის ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგაში 57 გოლია და ამ მაჩვენებლით მიუნხენის „ბაიერნის“ ექსფორვარდ თომას მიულერთან ერთად მე-7 ადგილს იყოფს. ჰოლანდმა ზედიზედ მეოთხე სეზონია „სიტიში“ 30 ან მეტი გოლი გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში კლუბში და ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 48 მატჩში მეტოქეთა კარი 43-ჯერ აიღო.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე ჩუამენის პასის შემდეგ ვინისიუსმა თამაშის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:2. „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ზედიზედ მეექვსედ გავიდა, პეპ გვარდიოლას თავკაცობით „სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში მიჯრით მეორედ ვერ გააღწია, რაც მანამდე არ მომხდარა.
ლაშა თაბაგარი





