ეგოიანის „ექსელსიორის“ ზედიზედ მეოთხე მარცხი

0
16

„ექსელსიორი“, რომელშიც ირაკლი ეგოიანი შეუცვლელად ფიგურად იქცა ნიდერლანდების ერედივიზიონის 27-ე ტურში სტუმრად როტერდამის „ფეინოორდს“ შეხვდა და 1:2 დამარცხდა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად მორიგი მატჩი ჩაატარა. როტერდამულ დერბიში ანგარიში სტუმრებიდან 28-ე წუთზე ზაგრემ გახსნა. 58-ე წუთზე საპასუხო ბურთი უედამ გაიტანა, რომელმაც ერთ წუთში დუბლი შეასრულა და ეს გოლი შეხვედრაში ბოლო აღმოჩნდა.
„ექსელსიორმა“ ზედიზედ მეოთხე თამაში წააგო და 26 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-15 ადგილზეა – გასავარდნ ზონას 2 ქულა აშორებს.
ლაშა თაბაგარი