მორჩილაძის „რიეკას“ საშინაო მარცხი „სტრასბურგთან“

0
10

„რიეკა“, რომელსაც ზამთარში თორნიკე მორჩილაძე შეუერთდა, უეფას კონფერენს ლიგის 1/8-ფინალის პირველ შეხვედრაში შინ საფრანგეთის „სტრასბურგთან“ 1:2 დამარცხდა. ქართველი შემტევი ნახევარმცველი მასპინძლების განაცხადში იყო, მაგრამ ამჯერად არ უთამაშია.
მატჩის მე-2 წუთზე სტუმრები პანიჩელიმ დააწინაურა, ხოლო 72-ე წუთზე გოდომ „სტრასბურგის“ უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი მაისტოროვიჩმა 76-ე წუთზე გაიტანა. ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი საფრანგეთში 19 მარტს ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი