„მეშახტემ“ გორში სენსაცია გამოაცხო

0
12

ტყიბულის „მეშახტემ“, რომელიც კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს, პირველი მატჩი გორში ადგილობრივ „დილასთან“ მოიგო. საქართველოს თასის და სუპერთასის მფლობელი ტყიბულელებთან დაპირისპირებამდე უპირობო ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ქულაც ვერ აიღო.
მატჩში ერთადერთი გოლი 68-ე წუთზე დიმიტრი ღურწკაიას გადაცემის შემდეგ ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა, რომელიც გუნდს მიმდინარე წლის ზამთარში შეუერთდა. მან კარიერაში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში 129-ე ბურთი შეაგდო და ყველა დროის ბომბარდირებში მესამე ადგილზეა.
„მეშახტე“ 4 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა, ხოლო იტალიელი დიეგო ლონგოს ხელმძღვანელობით „დილას“ ჯერ ქულა არ აუღია და ბოლოა.
დილა 0:1 მეშახტე 
ლაშა თაბაგარი