კრისტალბეთ ეროვნული ლიგის დებიუტანტი თბილისის „სპაერი“ სამი ტურის შემდეგ ლიდერია. ანზორ კიღურაძის თავკაცობით თბილისელები სტუმრად „გაგრას“ შეხვდნენ და 3:0 დაამარცხეს.
მატჩის მე-15 წუთზე თამაზ ცეცხლაძე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდა შეიჭრა და საბა გეგიაძესთან „კედლის“ გათამაშების შემდეგ, ზუსტად დაარტყა – 0:1. 31-ე წუთზე თორნიკე ასკურავამ მოედნის ცენტრში ჩაჭრა ბურთი და მეკარესთან პირისპირ გოჩა ცირდავა გაიყვანა, რომელმაც სტუმართა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა – 0:3. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე გაგრელთა საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა გოჩა ცირდავამ პასი კარის გასწვრივ გააკეთა და სამხრეთ აფრიკელმა სიენდა მატენჯვამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. „სპაერს“ 6 ქულა აქვს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
გაგრა 0:3 სპაერი
ლაშა თაბაგარი





