„ფროზინონემ“, რომლის ერთ-ერთ ლიდერად მიმდინარე სეზონში გიორგი კვერნაძე ჩამოყალიბდა, იტალიის სერია B-ს 27-ე ტურში სტუმრად „კატანძაროსთან“ ქულა აიღო.
საქართველოს ეროვნული გუნდის გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 54-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლები პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე ფრიზინინიმ დააწინაურა, ხოლო 46-ე წუთზე სტუმრების კარი ლიბერალიმ აიღო.
49-ე წუთზე ციჩელამ ერთი ბურთი გაქვითა, 67-ე წუთზე კი ანგარიში ფიორიმ გაათანაბრა და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა. „ფროზინონემ“ ზედიზედ ორი შეხვედრა ფრედ დაასრულა და 54 ქულით მე-3 ადგილზე დაქვეითდა -პირველ-მეორე ადგილებზე მყოფ „ვეენციას“ და „მონცას“ 3-3 ქულით ჩამორჩება.
MLS-ის მეორე ტურში საბა ლობჟანიძის “ატლანტა იუნაიტედი” გასვლაზე “სან ხოსესთან” 0:2 დამარცხდა. ჩვენი ეროვნული გუნდის გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს.
ლაშა თაბაგარი





