თბილისის „სპაერის“ დებიუტი საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ხმაურიანი აღმოჩნდა. პირველ ტურში ანზორ კიღურაძის გაწვრთნილი გუნდი ჩემპიონობის ერთ-ერთ რეალურ პრეტენდენტად მიჩნეულ ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდა და მინიმალური სხვაობით აჯობა.
მატჩის პირველ წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა ალეკო ბასილაძემ მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა და გიორგი ბუნტურის თავით ცუდად მოგერიებული ბურთი, სერბ კომნენ ანდრიჩს მიუვიდა, რომლის პასის მერე, გიორგი კოხრეიძემ ძლიერი დატყმით ანგარიში გახსნა – 1:0.
53-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი ბასილაძე მეკარე ბუხუტი ფუტკარაძესთან ორთაბრძოლის დროს წაიქცა და მსაჯმა ყვითელი ბარათი აჩვენა. ვინაიდან ტორპედოელი პირველად მე-40 წუთზე „გააყვითლეს“, მოედანი ნაადრევად დატოვა.
მე-60 წუთზე ქუთაისელთა ხორვატმა მცველმა მატეო შიმიჩმა თავის საჯარიმოში გოჩა ცირდავა წააქცია და მსაჯმა პენალტი დადო, რომელიც გოლად გიგა სამხარაძემ აქცია – 1:1.
89-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა ნიკა ჩაგუნავამ პასი „ტორპედოს“ მცველებს შორის მოქცეულ ლაშა კოხრეიძეს გაუკეთა, რომელმაც „მაკრატელათი“ სამი ქულის მომტანი გოლი გაიტანა – 1:2.
ტორპედო 1:2 სპაერი
ლაშა თაბაგარი





