ანზორ მექვაბიშვილმა კრაიოვას „უნივერსიტატიას“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში რუმინეთის ჩემპიონატში თავისი მეხუთე საგოლე პასი შეასრულა. 29-ე ტურში კრაიოველებმა შინ „მეტალოგლობუსი“ 2:1 დაამარცხეს.
საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. სტუმრები მე-3 წუთზე დაწინაურდნენ, ხოლო 49-ე წუთზე მექვაბიშვილის გადაცემის შემდეგ ანგარიში რუსმა გაათანაბრა. მე-80 წუთზე „მეტალოგლობუსის“ მცველმა პასაგიჩმა ავტოგოლი მიითვალა და მასპინძლებმა 3 ქულა აიღეს.
„უნივერსიტატიას“ 59 ქულა აქვს და 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





