დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში ჩატარებული კენჭისყრის შემდეგ, კონფერენს ლიგის 1/8-ფინალის წყვილები დადგინდა. კენჭისყრაში პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ექსმეკარე რუი პატრისიუ მონაწილეობდა, რომელსაც საკლუბო დონეზე „სპორტინგში“, „ვულვზში“, „რომაში“ და „ატალანტაში“ უთამაშია.
„კრისტალ პალასი“ (ლონდონი) – აეკ (ლარნაკა)
„სიგმა“ (ოლომოუცი) – „მაინცი“
„ლეხი“ (პოზნანი) – „შახტარი“ (დონეცკი)
„სამსუნსფორი“ – „რაიო ვალეკანო“ (მადრიდი)
„ალკმაარი“ – „სპარტა“ (პრაღა)
„ცელიე“ – აეკ (ათენი)
„ფიორენტენა“ (ფლორენცია) – „რაკუვი“
„რიეკა“ – „სტრასბურგი“
კონფერენს ლიგას ორი ქართველი ფეხბურთელი შემორჩა – ირაკი აზაროვი („შახტარი“) და თორნიკე მორჩილაძე („რიეკა“).
კონფერენს ლიგის 1/8-ფინალის პირველი მატჩები 12 მარტს ჩატარდება, ხოლო საპასუხო – 19 მარტს.
1/4-ფინალში დაუპირისპირდებიან:
„ლეხი“ (პოზნანი) – „შახტარი“ (დონეცკი)/„ალკმაარი“ – „სპარტა“ (პრაღა)
„კრისტალ პალასი“ (ლონდონი) – აეკ (ლარნაკა)/„ფიორენტენა“ (ფლორენცია) – „რაკუვი“
„სამსუნსფორი“ – „რაიო ვალეკანო“ (მადრიდი)/„ცელიე“ – აეკ (ათენი)
„სიგმა“ (ოლომოუცი) – „მაინცი“/„რიეკა“ – „სტრასბურგი“
1/4-დინალის პირველი შეხვედრები 9 აპრილს გაიმართება, ხოლო საპასუხო – 16 აპრილს.
1/2-ფინალში დაუპირისპირდებიან:
„ლეხი“ (პოზნანი) – „შახტარი“ (დონეცკი)/„ალკმაარი“ – „სპარტა“ (პრაღა) vs
„კრისტალ პალასი“ (ლონდონი) – აეკ (ლარნაკა)/„ფიორენტენა“ (ფლორენცია)
„სამსუნსფორი“ – „რაიო ვალეკანო“ (მადრიდი)/„ცელიე“ – აეკ (ათენი) vs
„სიგმა“ (ოლომოუცი) – „მაინცი“/„რიეკა“ – „სტრასბურგი“
1/2-ფინალი პირველი თამაშები 30 აპრილს შედგება, ხოლო საპასუხო – 7 მაისს.
კონფერენს ლიგის ფინალი 27 მაისს გერმანიის ქალაქ ლაიფციგში „რედ ბულ არენაზე“ ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი





