„იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა – 1/8-ფინალის ყველა მონაწილე ცნობილია

0
16

ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში ვერ გავიდა. იტალიურმა გრანდმა 1/8-ფინალში მოსახვედრი პლეი-ოფის პირველი მატჩი სტუმრად სტამბოლოს „გალათასარაისთან“ 2:5 წააგო, ხოლო სახლში 3:2 მოიგო და ტურნირს დაემშვიდობა. ტურინში გაამრთული შეხვედრის ძირითადი დრო მასპინძლებმა 3:0 მოიგეს და დამატებით 30 წუთი დაინიშნა, რომელშიც თურქებმა 2 გოლი გაიტანეს, რის წყალობით, ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობას განაგრძობენ.
სამაგიეროდ, 1/8-ფინალში გავიდა ბერგამოს „ატალანტა“. ბერგამოელები პლეი-ოფის პირველი შეხვედრა დორტმუნდში ადგილობრივ „ბორუსიასთან“ 0:2 დამარცხდნენ, მაგრამ სახლში 4:1 გაიმარჯვეს და შემდეგ ეტაპზე არიან.
მადრიდის „რეალმა“ ლისაბონში „ბენფიკასთან“ 1:0 გამარჯვების მერე, სახლში პორტუგალიელებს 2:1 სძლია და ტურნირში გამარჯვებისთვის ბრძოლას განაგრძობს.
ჩემპიონთა ლიგის 1.8-ფინალში ყველა მონაწილე ცნობილია. ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე პირველი 8 ადგილი დაიკავეს და შესაბამისად 1/8-ფინალში პირდაპირ თამაშის უფლება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს: „არსენალი“, „ბაიერნი“, „ლივერპული“, „ტოტენჰემი“, „ბარსელონა“, „ჩელსი“, „სპორტინგი“ და „მანჩესტერ სიტი“.
პლეი-ოფიდან 1/8-ფინალში მოხვდნენ: „ატლეტიკო“, „ბაიერი“, „ბოდო-გლიმტი“, „ნიუკასლი“,  „რეალი“, „ბორუსია“, „გალათასარაი“, „ატალანტა“.
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის კენჭისყრა პარასკევს 27 თებერვალს გაიმართება.
ლაშა თაბაგარი