მიქაუტაძე თებერვალში ლა ლიგაში საუკეთესოა

0
14

„ვილიარეალის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ესპანეთის ლა ლიგაში თებერვლის თვის საუკეთესო მოთამაშედა დაასახელეს. ლა ლიგის ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში საქართველოს ეროვნული გუნდის 25 წლის ფეხბურთელმა ფედერიკო ვალვერდეს („რეალი“), ლუის მილიას („ხეტაფე“), ტომა ლემარს („ჟირონა“) და აბდე ეზალზულის („ბეტისი“) აჯობა. მან თებერვალში ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.
მიქაუტაძე „ვილიარეალში“ სადებიუტო სეზონს ატარებს და ლა ლიგის 20 თამაშში მეტოქეთა კარი 8-ჯერ აიღო, პლუს 4 საგოლე პასი გააკეთა. მან ესპანეთის თასზე 3-ჯერ იასპარეზა და ერთი გოლი მიითვალა. მიქაუტაძე ჩემპიონთა ლიგის ფაზაში ჩატარებულ 7 მატჩში ერთი ბურთი შეაგდო.
ლაშა თაბაგარი