წყალტუბოს „სამგურალმა“, რომელიც ახალი სეზონისთვის თურქეთში ემზადება, მოლდოვის უმაღლესი ლიგის ლიდერ „პეტროკუბთან“, რომელსაც შოთა მახარაძე წვრთნის ამხანაგური შეხვედრა 1:1 დაასრულა.
მოლდოველებმა ანგარიში 47-ე წუთზე გახსნეს, როდესაც პენალტი ზუსტად შეასრულეს. 90-ე წუთზე „პეტროკუბის“ მეკარის შეცდომის შემდეგ, საბა ჩხეტიანმა ანგარიში გაათანაბრა. მან ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა.
„სამგურალმა“ ასეთი სასტარტო შემადგენლობით ითამაშა: სიუკაევი, შერგელაშვილი, რაიანი, სამუელი, გეგეჭკორი, ვინისიუსი, აფციაური, ჟან კარლოსი, ხორხელი, ველისოლი, პაპავა.
სათადარიგოები: კუტალაძე, გოგია, ბერელიძე, მანჯგალაძე, კვარაცხელია, იაშვილი, ჯანჯღავა, ჩხეტიანი, ჯეფინიო, ცეცხლაძე, კლაუდინიო.
გიორგი ონიანის გაწვრთნილები ბოლო ამხანაგურ თამაშს 19 თებერვალს ყაზახეთის „ულიტაუსთან“ ჩაატარებენ.
ლაშა თაბაგარი





