ლუკა ლოჩოშვილი მიმდინარე სეზონში ავტორიტეტული გერმანული გამოცემის Kicker-ის ვერსიით ტურის სიმბოლურ ნაკრებში მეორედ მოხვდა. გერმანიის ბუნდესლიგის 22-ე ტურში „ნიურნბერგმა“ შინ „კარლსრუე“ 5:1 დაამარცხა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა მასპინძლებში ისეთ დონეზე ითამაშა, რომ Kicker-ის ყურადღების ცენტრშიც მოექცა.
27 წლის ლოჩოშვილი „ნიურნბერგში“ სადებიუტო სეზონს ატარებს და მე-2 ბუნდესლიგაში გამართულ 21 მატჩში 2 გოლი გაიტანა. ლოჩოშვილი პირველად სიმბოლურ ნაკრებში მე-13 ტურში „არმინიასთან“ 2:0 მოგებული შეხვედრის მერე მოხვდა.
ლაშა თაბაგარი





